"მთავარ არხს" არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ დაუდასტურა, რომ ამ წუთებში, "ქართული ოცნების" წევრები, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული აბუ დაბის პოლიციას ჩვენებას აძლევენ.
უწყებაში იმასაც ადასტურებენ, რომ ინციდენტზე მოკვლევა ოფიციალურად არის დაწყებული. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მათ აბუ-დაბიდან გასვლა აეკრძალათ.
13 იანვარს აბუ დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.