შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის სასამართლო პროცესი დასრულებულია

გამოქვეყნდა:

დღეს, 30 სექტემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის პროცესი გაიმართა. მათ შორის, დაიკითხა "ოქროს მოწმე", გური ამირხანაშვილიც. 

ამირხანაშვილმა გამოძიების განმავლობაში ჩვენება 5-ჯერ შეცვალა, ამიტომ, ბრალდების მხარე მას უნდობლობას უცხადებს. 

"ოქროს მოწმის" ადვოკატი, ეკა ხუციშვილი კი ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე ამირხანაშვილმა დაადასტურა მისი ნების საწინააღმდეგოდ თავისუფლების აღკვეთა. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა მკვლელობიდან ერთი თვის განმავლობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი