"მოვითხოვთ ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიაზე დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიებას" | ISFED

გამოქვეყნდა:

"მოვითხოვთ ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიაზე დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიებას, ჯგუფური ძალადობის მონაწილე პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას," - ამის შესახებ ორგანიზაციას "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) განცხადებას აქვეყნებს

"15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" "ქართული ოცნების" წარმომადგენლები თავს დაესხნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ზვიად ქორიძესა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ასევე, გიორგი მანველიძე და პარტიის სხვა წევრები მონაწილეობდნენ. ისინი ჯერ ზვიად ქორიძეს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ხოლო მოგვიანებით ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი გახარიას, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. "სამართლიანი არჩევნები" მოითხოვს დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიებას, ჯგუფური ძალადობის მონაწილე პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას. მომხდარ შემთხვევას ბევრი მოწმე ჰყავს, ასევე, არსებობს სასტუმროს ვიდეოკამერების ჩანაწერები," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი