წინა კომისია საეჭვოდ მუშაობდა-ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე და გამოძიებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიარქო პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, დავით გარეჯის მიწებთან დაკავშირებით, ნდობას უცხადებს.

განცხადება მამა ანდრია ჯაღმაძიმე გააკეთა და აღნიშნა, რომ საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო საკითხზე, წინა კომისია "ძალიან საეჭვოდ მუშაობდა" და როგორც ის ამბობს საპატრიარქოს ამ საკითხზე ბევრჯერ აქვს პოიზიცია დაფიქისირებული 

ძველი კომისია, რომელიც მუშაობდა, მუშაობდა არაეფექტურად და ჩვენ ვამბობდით, რომ საეჭვო დასკვნები დადო იმ კომისიამ და როგორც იკვეთება პროკურატურის განცხადებიდან, სწორედ ამ საკითხს ეხება ეს ძიება. სანამ პროკურატურა გააკეთებდა განცხადებას, მთელი წელი ვამბობდით, რომ წინა კომისია რომელიც ახლა მადლობა ღმერთს შეცვლილია, მუშაობდა ძალიან საეჭვოდ" ამბობს საპატრიარქოს პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

საგამოძიებო უწყება სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას გეგმავს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საბაბი გახდა რუკები, რომელიც ქართულ მხარეს კრემლთან დაახლოებულმა, წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი