გაფიცვა რეგიონებში | 15 საათიდან წალენჯიხის მერია მუშაობას შეწყვეტს

გამოქვეყნდა:

საყოველთაო გაფიცვას უერთდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია. 15 საათიდან მერია მუშაობას შეწყვეტს და თანამშრომლები სახლებში წავლენ. შესაბამისი განცხადება მერიის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს და აღნიშნეს, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი სწორედ საყოველთაო გაფიცვაა.  

დღეს, გამაფრთხილებელი გაფიცვა ქვეყნის მასშტაბით 15 საათიდან დაიწყება. პროტესტს შეუერთდება ანტისაოკუპაციო რესტო - ბარი გორში. მუშაობას შეაჩერებენ რეგიონის სხვა კომერციული დაწესებულებებიც. ასევე,საყოველთაო გაფიცვას შეუერთდებიან მოვაჭრეების ნაწილიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხაშურის ბაზარში 15 საათიდან ხორცი აღარ გაიყიდება. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი