„გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აჭარის პროკურატურას მიმართეს კონკრეტული მოთხოვნებით, სასწრაფოდ დაიქვემდებაროს გახარიაზე მომხდარი თავდასხმის საქმის გამოძიება და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება:
"აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის: დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. საქმე სასწრაფოდ უნდა დაიქვემდებაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება." წერს ნათია მეზვრიშვილი.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება შსს-მ ძალადობის მუხლით დაიწყო.