"ფორმულას" ინფორმაციით, ქვეყნის არალეგიტიმურ პრემიერს აბუ დაბიში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს, მას შემდეგ, აბუ დაბის სასტუმროში ოლიგარქის დეპუტატები თავს დაესხნენ საქართველოს მოქალაქეს.
კობახიძის პრესსამსახური ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ვიზიტი იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი.
ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს კი აბუ დაბის დატოვება დროებით აეკრძალათ.
ძალადობრივი ინციდენტის მონაწილე პირები ადგილობრივმა პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. პოლიციის განყოფილებაში მოხვდნენ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძეც. გავრცელებული ინფორმაციით, მათ საქმეზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს და სწორედ დღეს გადაწყდება რა სახის სასჯელს დააკისრებენ საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურ წარმომადგენლებს.
"ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაშა გაბიტაშვილს რომელმაც ზარქუასა და სანიკიძეს მოღალატეები უწოდა.