გახარიაზე თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის დანერგილ ტოქსიკურ პოლიტიკურ კულტურას და მზარდ ავტორიტარიზმს | ბაჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი გიორგი გახარიას სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ ყოფილ პრემიერზე თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს მზარდ ავტორიტარიზმს, რომელსაც ივანიშვილი ნერგავს ქვეყანაში: 

"დღეს კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე ქართული ოცნების პოლიტიკის მორიგი სიბნელის. გიორგი გახარიას მიმართ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული პარლამენტისა და მთავრობის წევრების მიერ განხორციელებული ძალადობრივი და სამარცხვინო თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის დანერგილ ტოქსიკურ პოლიტიკურ კულტურას და მზარდ ავტორიტარიზმს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიის საფუძვლებს.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ გიორგი გახარიას – ადამიანს, რომელმაც მიუხედავად სირთულეებისა, კვლავ ღირსეულად და გამბედაობით განაგრძო საქართველოს სამსახური. ეს მორიგი ლაჩრული თავდასხმა არა მხოლოდ მასზე, არამედ ყველა ჩვენგანზეა, ვინც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოს სჯერა.

ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ძალადობის, დაუსჯელობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, რათა ჩვენი ქვეყნის მომავალი დაფუძნებული იყოს პატივისცემაზე, სამართლიანობასა და თანასწორობაზე." წერს ბაჩიაშვილი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი