"ჯგუფურად იძალადეს და ამ წუთში არცერთი მათგანი დაკავებულიც არ არის, ჩვენი კოლეგა კი სილის არტყმისთვის არის დაკავებული, ეს არის რუსული ოცნების სამართალი... შერატონმა გაასაჯაროოს ვიდეოკამერის ჩანაწერები" - განაცხადეს ბათუმში, სასტუმროს წინ გამართულ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებმა გასულ ღამეს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, რა დროსაც ივანიშვილის "დეპუტატებმა" გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს სცემეს:
მათი მოთხოვნა უცვლელია, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის ტყვეობიდან გათავისუფლება:
"...ჩვენ ვითხოვთ, რომ საქმეები, რაც გუშინ აქ მოხდა დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული, დაუყოვნებლივ იქნეს პასუხისგებაში მიცემული თავდამსხმელები. "შერატონმა" გაასაჯაროოს ვიდეოკამერის ჩანაწერები, მათი პერსონალური და ორგანიზაციული პასუხისმგებლობაა, თუკი ამ ვიდეოკამერის ჩანაწერები გაქრება. ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, თავისუფლება მზია ამაღლობელს," - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.