დღეს ე.წ. პროკურატურამ განაცხადა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა; ეს განცხადება ხელისუფლების მიტაცების მორიგი ეპიზოდია | "კოალიცია ცვლილებისთვის"

გამოქვეყნდა:

პროკურატურის დღევანდელი განცხადება სრულ წინააღმდეგობაშია ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე განვითარებულ მოვლენებთან და ხელისუფლების მიტაცების მორიგ ეპიზოდს წარმოადგენს - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის", გიორგი გაბიტაშვილის უწყების მიერ დღეს ჩატარებულ ბრიფინგთან დაკავშირებით.

"დღეს, საქართველოს ე.წ. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა. აღნიშნული განცხადება სრულ წინააღმდეგობაშია ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე განვითარებულ მოვლენებთან და გაყალბებული არჩევნებისთვის კანონიერი გზის მიცემის მცდელობასა და, შესაბამისად,  ხელისუფლების მიტაცების მორიგ ეპიზოდს წარმოადგენს. 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა არ სცნო არც ერთმა დასავლურმა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ და, რაც მთავარია, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს ხელისუფლების ერთადერთი წყარო - ქართველი ხალხი და უკვე 50 დღეა ითხოვს ახალ არჩევნებს თავისუფალ გარემოში.

პროკურატურის დღევანდელი განცხადება გავრცელდა თვითგამოცხადებული ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეპრესიული ქმედებების ფონზე, რამაც უკანასკნელ რამდენიმე დღეში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო.  ბათუმში, თბილისსა და ზუგდიდში უკანონოდ დააკავეს 18 მშვიდობიანი დემონსტრანტი. განსაკუთრებით გამოვყოფთ ბათუმში პოლიტიკური ნიშნით ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებას, რასაც განვიხილავთ ქვეყანაში დემოკრატიასა და თავისუფალ მედიაზე განსაკუთრებულად თავხედურ თავდასხმად. გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტია ‘’გახარია საქართველოსთვის’’ თავმჯდომარეს გიორგი გახარიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ წარმომადგენელ, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს.

სოლიდარობას ვუცხადებთ დღეს ქვეყანაში მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის გაფიცვას,  ვმუშაობთ რეჟიმის საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკაზე და სანქციების დაწესებაზე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. რაც მთავარია,  ქართველ ხალხთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის." ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

ოლიგარქის პროკურატურამ არჩევნების "შესაძლო გაყალბების ფაქტზე" დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა ექსპერიმენტებზე ისაუბრა და  შუალედური დასკვნა დადო
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი