"ძალადობა მიუღებელია, იქნება ეს პოლიტიკური ლიდერის თუ რომელიმე მოქალაქის მიმართ. ამის მოთმენა ვერ და არ შეიძლება", - ამის შესახებ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
"მკაცრად ვგმობ ფიზიკურ თავდასხმას ოპოზიციის ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე. ძალადობა მიუღებელია, იქნება ეს პოლიტიკური ლიდერის თუ რომელიმე მოქალაქის მიმართ. ამის მოთმენა ვერ და არ შეიძლება", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ასევე წერს, რომ რეჟიმი პროტესტის ჩასახშობად ახალ ეტაპზე გადავიდა.
"რუსული სტილის რეჟიმის ახალი ეტაპი: რეპრესიები საქართველოს პროტესტის ჩასახშობად. ივანიშვილის სამოქალაქო დაპირისპირების ნარატივი ჩავარდება. ეს არის რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ და ისტორია გვიჩვენებს, რომ ხალხი ყოველთვის იმარჯვებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.