"შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას" - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დიპლომატიურ უწყება წერს, რომ საქართველო უკეთესს იმსახურებს:
"შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.
მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად - რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა.
საქართველო უკეთესს იმსახურებს. " ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.