ბათუმში აქტივისტებს თავს დაესხნენ | რომა მახარაძე

გამოქვეყნდა:

ბათუმში აქტივისტებს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქტივისტი რომა მახარაძე წერს.

როგორც ის ჰყვება, საპროტესტო მსვლელობის დროს, "ოცნების" "ტიტუშკამ" ორ ადამიანს ჯოხი გადაამტვრია. მახარაძე ასევე წერს, რომ იქვე მყოფ პოლიციას ფაქტზე რეაგირება არ ჰქონია.

"ქოცი ბო*იშვილი დაგვიდგა მსვლელობის დროს,ჯოხი გადაატეხა ჯერ ერთს, მერე მეორეს 

დაზარალებული გვყავს, ვერ დგებოდა ადამიანი ფეხზე და პოლიცია არც კი დაინტერესებულა, იდგა სანამ ყურით არ მოვათრიეთ
და ჩვენ რის გამო გვიჭერენ ბიჭოოო", - წერს რომა მახარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი