კახა თილიძე | უკრაინაში დაღუპული 78-ე ქართველი მებრძოლი

გამოქვეყნდა:

რუსეთის წინააღმდეგ ომში ბრძოლის ველზე დაცემულ 78-ე ქართველს, კახა თილიძეს დღეს უკრაინაში გამოემშვიდობნენ. სამოქალაქო პანაშვიდი კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართა.

კახა თილიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, ის საქართველოს ძალოვან უწყებაში 11 წელი მსახურობდა, მონაწილეობდა 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც, წვრთნიდა და ამზადებდა უკრაინელ ოფიცრებს. ბოლოს უცხოელებით დაკომპლექტებულ უკრაინულ დანაყოფში ირიცხებოდა.

კახა თილიძე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ქუჩის ბრძოლებისას დაიღუპა. მებრძოლს სამშობლოში შაბათს, დილით ჩამოასვენებენ. 

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი