"[სალომე ზურაბიშვილთან] ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს არსებული ორმაგი კრიზისი - ქვეყნის შიგნით, ასევე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან ურთიერთობაში" | ფიშერი

გამოქვეყნდა:

"[სალომე ზურაბიშვილთან] ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს არსებული ორმაგი კრიზისი - ქვეყნის შიგნით, ასევე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან ურთიერთობაში", -ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი X-ზე წერს და საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"დიდი პატივი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და დეპუტატ მიხაილ როთის მასპინძლობა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს არსებული ორმაგი კრიზისი - ქვეყნის შიგნით, ასევე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან ურთიერთობაში. მე დავარწმუნე პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ გერმანია დარჩება საქართველოს სანდო მეგობრად", - წერს ფიშერი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი