"სწორედ ამიტომ ხედავთ ჩვენგან ახალ სანქციებს, დახმარების შემცირებას და სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერებას" | მეთიუ მილერი ოლიგარქიული რეჟიმის ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე

გამოქვეყნდა:

"გვრჩება დიდი შეშფოთებები საქართველოს მთავრობის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა საკუთარ მოსახლეობაზე ზეწოლა, დემოკრატიული გზიდან და უფრო დიდი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ.

სწორედ ამიტომ ხედავთ ჩვენგან ახალ სანქციებს საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ, დახმარების შემცირებას, რომლის გადაცემასაც ვაპირებდით საქართველოს მთავრობისთვის, მათთან სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერებას,"

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ოლიგარქიული რეჟიმის ანტიდემოკრატიულ ქმედებების საპასუხო ზომებთან დაკავშირებით.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი