"პრობლემაა შეთქმულების თეორიები, რაც ძირს გვითხრის" | მარკო რუბიო

გამოქვეყნდა:

"ეს არ არის უბრალოდ დეზინფორმაცია. ეს არის ცალსახა ზეგავლენის მოხდენა სახელმწიფოების შეხედულებებზე აშშ-სთან დაკავშირებით, შეთქმულების თეორიებისა და პროპაგანდის გავრცელების გზით, რომელიც ძირს გვითხრის ჩვენ და ჩვენს პოზიციებს, ეს ხდება აფრიკაშიც და სულ უფრო ხშირად ვხედავთ იმავეს დასავლეთ ნახევარსფეროშიც.

ამასთან დაპირისპირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იყო წარმოდგენილი, იყო იქ და აჩვენო ის, რასაც ვაკეთებთ და ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ.

ერთი რამ, რაც მაწუხებს, არის ის რომ USAID-ში არის გარკვეული პროგრამები, რომლებიც უფლებას არ გვაძლევენ, რომ ვთქვათ რომ ის "დამზადებულია ამერიკაში" ან არის "ამერიკელი ხალხის საჩუქარი", რადგან ამან შეიძლება გაანაწყენოს ადგილობრივები. ვფიქრობ, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რას აკეთებს შეერთებული შტატები საზოგადოების დასახმარებლად. ჩვენ არ ვცდილობთ საკმარისად კარგად, იმისთვის, რომ გავაპიაროთ ის, რასაც ვაკეთებდით ისტორიულად და რის გაკეთებასაც ვაგრძელებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს მოკავშირე ადამიანებს მსოფლიოს გარშემო."

2025 წლის 15 იანვარს, აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე შეერთებული შტატების მომავალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-ის წინააღმდეგ მოქმედი შეთქმულების თეორიებთან და დეზინფორმაციასთან  ბრძოლის გზების შესახებ ისაუბრა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი