"ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ არ ვცნობთ მთავრობას და არ ვცნობთ პრეზიდენტს. [...] "ქართული ოცნება" მიზნად ისახავს ამ პოლარიზაციის გაღვივებას რიტორიკით, რომელიც თავს მშვიდობისა და ტრადიციული ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს, ხოლო ოპონენტებს ე.წ. "გლობალური ომის პარტიის" სახელით მოქმედი სახელმწიფოს დამნაშავეებად და მტრებად აქცევს.
არ შევცდეთ: სალომე ზურაბიშვილი კვლავაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, სანამ ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია გამართავს, უზრუნველყოფს ჭეშმარიტად სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს."
საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა.