საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ - ინფორმაციას და ფოტომასალას პარტია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო.
მანამდე კი, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს შეხვდა.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიას ბათუმის "შერატონში" თავს ოლიგარქის დეპუტატი დიტო სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად, თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. გახარია მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მან სამედიცინო დაწესებულება დატოვა. ყოფილ პრემიერმინისტრს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.