ბრიტანეთის პრემიერი და იტალიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. კიევის რკინიგზის სადგურზე მას ბრიტანეთის ელჩი მარტინ ჰარისი და უკრაინის ელჩი ბრიტანეთში,  ვალერი ზალუჟნი დახვდნენ.

"ეს არის მისი პირველი ვიზიტი უკრაინაში, როგორც ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის და აუცილებლად იქნება მოვლენებით სავსე", - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ზალუჟნიმ Telegram არხზე. 

უკრაინის დედაქალაქში დღეს იტალიის თავდაცვის მინისტრიც ჩავიდა.

ევროპელი ლიდერები უკრაინის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს შეხვდებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი