ინდონეზიაში, აღმოსავლეთ ჰალმაჰერას კუნძულზე მდებარე ვულკანი "იბუ" ამოიფრქვა

გამოქვეყნდა:

ინდონეზიაში, აღმოსავლეთ ჰალმაჰერას კუნძულზე მდებარე ვულკანი "იბუ" ამოიფრქვა, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, 3 000-მდე მცხოვრებელი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. ინფორმაციას ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

ამოფრქვევისას ცაში 4 კილომეტრის სიმაღლეზე აიჭრა ფერფლის სქელი ღრუბელი, რამაც რეგიონში განგაშის უმაღლესი დონის გამოცხადება გამოიწვია.

კატასტროფების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, აბდულ მუხარიმ, განაცხადა, რომ ევაკუაციის პროცესი ოთხშაბათ ღამით დაიწყო.

მისი თქმით, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 13 000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ამ ეტაპზე ევაკუაცია მხოლოდ ყველაზე მაღალი რისკის ზონებში განხორციელდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი