ზუგდიდში, პიროტექნიკის სროლის გამო, "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა დააკავეს. მათ ზუგდიდში გუბერნიის შენობის წინ პიროტექნიკა ისროლეს.
შეგახსენებთ, მარიამ სიჭინავა დაკავებული იყო. ის ოლიგარქის სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა და 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.