პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ოფისში პროდასავლური კოალიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის წარმომადგენლებს ხვდებიან. თავად ზურაბიშვილი კი სავარაუდოდ, აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად გაემგზავრა.
შეხვედრაზე ოთხივე გაერთიანების წევრები იმყოფებიან. მოლაპარაკებების მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.
შეხვედრაზე ასევე იმყოფება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს " წარმომადგენელი სანდრო ბარამიძე.
[არქივის ფოტო]