ოლიგარქის სასამართლომ დავით გედენიძის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა და გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ დავით გედენიძის მიმართ, რომელიც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია, სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით გედენიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ იქნა ცნობილი და საქმის წარმოება შეწყდა.

გედენიძე 3 დეკემბერს, ბროსეს ქუჩაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი