"მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც მხარს უჭერს "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" | უილსონი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებას ეხმაურება. ის მიესალმება ევროპარლამენტის მხარდაჭერას, რომელიც ეყრდნობა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტსა" და დეკლარაციას. 

უილსონის თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევა, სანამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

"მე მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს კონგრესის დეკლარაციასა და "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს", რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ლეგიტიმური ლიდერი, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები," – დაწერა უილსონმა X-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი