"გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა შოკისმომგვრელია... ეს დანაშაული აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული" | გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური მინისტრი

გამოქვეყნდა:

"გიორგი გახარიას წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა შოკისმომგვრელია... ეს დანაშაული აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული", – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი, სვენია შულცე X-ზე წერს.


"ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა ჩემთვის შოკისმომგვრელია. ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას და ყველაფერ საუკეთესოს. ეს დანაშაული აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს", - წერს შულცე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი