საერთაშორისო პოლიტიკიდან სრულად გარიყული "ქართული ოცნება". ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივ კლანთან თანამშრომლობაზე ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს. ოლიგარქის რეჟიმის წარმომადგენლების ადგილი არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკურ სისტემებში აღარ არის. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იქნება წარმოდგენილი არც დავოსის ეკონომიკურ და არც მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმებზე - და ეს გადაწყვეტილებები "ქართული ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლების სრულ და საბოლოო საერთაშორისო კრახს ნიშნავს.
რეჟიმის თავის მართლებას შეეცდება, მაგრამ ფაქტი ერთადერთია - "ქართული ოცნება" არსად არ მიიწვიეს. დავოსშიც და მიუნხენშიც საქართველო ყოველთვის იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მასშტაბით და მისიით, თუმცა დასავლური სამყარო ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებში ყოველთვის ხედავდნენ ქვეყნის როლს. ახლა, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი, როგორც პარტნიორი - აღარ განიხილება.
ნათია, რატომ უნდა მივიჩნიოთ დავოსის და მიუნხენის ფორუმებიდან მოსული უარი საქართველოს ხელისუფლების საბოლოო იზოლაციად? - უფრო ვრცლად ნახე ნათია გოგსაძის სიუჟეტში.