მოძალადე რეჟიმის კიდევ ერთი დაჯგუფება, რომელიც ხალხს ქუჩში დაუპირისპირდა. საყოველთაო გაფიცვის დროს მოქალაქეებს თბილისის მერიის, და სხვა მუნიციპალიტეტების თანამშრომლები დაესხნენ თავს. დადგენილია, რომ ყველაზე ხმაურიან დაპირისპირებაში, რომელიც დოლიძის ქუჩაზე მოხდა კახა კალაძის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეები ჩაერთნენ.
"მთავარმა არხმა" დაადგინა ისიც, რომ ეს არ იყო შემთხვევითი კონფლიქტი და მოძალადეები მიზანმიმართულად და იმავე მერიის მაღალჩინოსნის დავალებით მოქმედებდნენ. იგივე სქემით განხორციელდა თავდასხმები საქართველოს სხვა რეგიონებში სადაც საყოველთაო გაფიცვისას ხალხი ქუჩაში გამოვიდა.
კონკრეტულად ვინ არიან მოძალადე საჯარო მოხელეები და ხომ არ დააკავა რომელიმე მათგანი პოლიციამ - ნახეთ ირაკლი ბახტაძის სიუჟეტში.