რეჟიმის არაადამიანური სისასტიკის კიდევ ერთი მტკიცებულება. პოლიტიკურ პატიმრად ქცეულ აქტივისტს სასამართლო დედის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას უგვიანებს.
ამ დრომდე, ექიმმა გიორგი ახობაძემ, რომელიც თვეზე მეტია ტყვეობაშია, არ იცის შეძლებს თუ არა უკანასკნელ გზაზე გააცილოს მშობელი, რომლის ერთადერთი მომვლელი თავად იყო. სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ აქტივისტი და ექიმი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლიდა, ახობაძე სთხოვდა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებად გამოეყენებინა ნებისმიერი ფორმა პატიმრობის გარდა.
მოსამართლემ ექიმი ციხეში გაუშვა, მისი დედა კი მომვლელის გარეშე დატოვა. ქალი გარდაიცვალა და ახლა შვილმა არ იცის გაუშვებენ თუ არა დედის დაკრძალვაზე.
უფრო ვრცლად ნახეთ ჟანა აკოფაშვილის სიუჟეტში.