"მივიღეთ თანხმობა, რომ შესაძლებელია შედგეს მოლაპარაკება პირდაპირი ეთერის დათმობის შესახებ" - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა "მოამბის" პროდიუსერთან მოლაპარაკების შემდეგ განცხადება გააკეთეს.
"ვთხოვეთ, 10 წუთით მაინც დაეთმოთ ეთერი - პასუხი იყო, რომ დღეს არაა შესაძლებელი, მაგრამ თანხმობაა, რომ თუ ხვალ დავუკავშირდებით, შესაძლებელია მოლაპარაკება შედგეს", - განაცხადეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე.
აქციის მონაწილეები პირდაპირი ეთერის დათმობასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.