"კანონმდებლობის მიხედვით, მე მაქვს უფლება, მივიღო ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჩემს პერსონალურ მონაცემებს შეიცავს - თუ არის "შერატონის" ვიდეოკამერებში ასეთი რამ, ისინი ვალდებულები არიან, ეს ჩანაწერი მომცენ", - ამის შესახებ მედიაექსპერტმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
"მნიშვნელოვანია გამოძიებამ მოითხოვოს ეს კადრები, რომ ის სისხლის სამართლის საქმეში იყოს და მეორე, რისი უფლებაც აქვს მოქალაქეს, ამ შემთხვევაში მე, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მე მაქვს უფლება, მივიღო ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჩემს პერსონალურ მონაცემებს შეიცავს - თუ არის "შერატონის" ვიდეოკამერებში ასეთი რამ, ისინი ვალდებულები არიან, ეს ჩანაწერი მომცენ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის უფლება", - განაცხადა ქორიძემ.
15 იანვარს კი, ბათუმში, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე ჩასულ ზვიად ქორიძეს, სასტუმრო შერატონის ფოიეში, ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე თავს დაესხნენ. იმავე ღამეს, შერატონის ფოიეშივე, "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ფიზიკურად გაუსწორდა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას.