ზუგდიდში, პიროტექნიკის სროლის გამო დაკავებული პედაგოგი, მანანა მიქავა, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, პიროტექნიკის სროლის გამო დაკავებული პედაგოგი, მანანა მიქავა, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, რადგან მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

შეგახსენებთ, პედაგოგი მანანა მიქავა პიროტექნიკის სროლის გამო დღეს, ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. სამმართველოსთან აქციამ კერენ ესებუასა და მარიამ სიჭინავას დაკავების შემდეგ გადაინაცვლა. მიქავამ პიროტექნიკა დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, მათი იზოლატორში გადაყვანის დროს გაუშვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი