"თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს, დარწმუნებული ვარ, დემოკრატია გაიმარჯვებს" | როთი

გამოქვეყნდა:

"თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს, დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს", - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ზე წერს.

"თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს. ეს რთული ვითარებაა, ვინაიდან ისინი დარწმუნებულები არ არიან, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს, რადგან ისინი თავიანთი თავისუფლებისთვის არა მხოლოდ თავიანთი დივნებიდან იბრძვიან, არამედ გარეთ ქუჩაშიც, სიტყვებითა და ქმედებებით", - წერს როთი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი