აქტივისტი თემურ ქათამაძე მეორედ დააკავეს

გამოქვეყნდა:

ბათუმის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, მედროშე თემურ ქათამაძე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, აქციაზე ისევ დააკავეს.

შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში აქციაზე დააკავეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 14 იანვარს კი სასამართლომ ქათამაძეს და კიდევ ორ დაკავებულს – გოდერძის ფრანგიშვილსა და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი