"შეერთებულმა შტატებმა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერს სანქციები დაუწესა," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი წერს.
"დღეს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერს აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს, კომპანიას და პირს, რომელიც მონაწილეობს სუდანის შეიარაღებული ძალებისთვის (SAF) იარაღის შესყიდვაში. შეერთებული შტატები მზად არის პასუხისმგებლობა დააკისროს სუდანში მომხდარ დანაშაულებებზე პასუხისმგებელ პირებს," - წერს მილერი.