პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორბანი მიწვეული იყო 20 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან ერთად, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში არ გაემგზავრება. ამის ნაცვლად, იმავე დღეს ბუდაპეშტში პრეზენტაციას გამართავს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი