ISW: აპრილისთვის შესაძლოა, კურსკის რეგიონში ჩრდ. კორეელი სამხედროების მთელი კონტინგენტი დაიღუპოს, ან დაიჭრას

გამოქვეყნდა:

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" [ISW] თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ჯარები, რომლებიც მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში კურსკის რეგიონში, კრიტიკულად დიდ დანაკარგებს განიცდიან.

ISW ანგარიშში წერს, რომ თუ ასე გაგრძელდა, 2025 წლის აპრილის შუა რიცხვებამდე, 12 000 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი კონტინგენტი, რომელიც ამჟამად კურსკის რეგიონშია, შესაძლოა მთლიანად განადგურდეს, ან დაიჭრას.

2025 წლის იანვრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან 3800 სამხედრო მოსამსახურე უკვე დაიღუპა, ან დაიჭრა. სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, 300 ჩრდილოეთ კორეელი დაიღუპა და 2700 დაშავდა.

"გაურკვეველია დაბრუნდებიან თუ არა დაჭრილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ბრძოლაში და თუ ასეა, ზუსტად როდის" - ნათქვამია ISW-ის მოხსენებაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი