პიროტექნიკის სროლის გამო დაკავებული პედაგოგი, მანანა მიქავა ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლე გვანცა ვარდანიძემ 5 000 ლარით დააჯარიმა.
მიქავა გუშინ, 16 იანვარს, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. აქციამ კერენ ესებუასა და მარიამ სიჭინავას დაკავების შემდეგ გაიმართა, რა დროსაც მიქავამ დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, პიროტექნიკა გაუშვა. ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, რადგან მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
ავტორი: ემა გოგოხია