„ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით" - ასე ეხმაურება მერი კალაძე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის განცხადებას.
კალაძის მტკიცებით, "ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში, ამომრჩეველთა 54%-მა, 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“
"ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია, დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია,“ - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა „ამერიკის ხმასთან“.