ევროპარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს სიტუაციას. როგორც "დიფ სთეითი", შევეცდებით ამომრჩეველს იმედები არ გავუცრუოთ" | ლიეტუველი დეპუტატის პასუხი "ოცნების" პროპაგანდას

გამოქვეყნდა:

ტიტუშკომ განაახლა მოქმედება. გუშინწინ ბათუმში სცემეს 4 ყველაზე მსხვილი დემოკრატიული პარტიებიდან ერთ-ერთის ლიდერს გიორგი გახარიას და საერთაშორისო გამჭვირვალობის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ზვიად ქორიძეს.  ეს ქართული კოშმარის რეჟიმის ოპონენტების დაშინების სტრატეგიის ნაწილია - ასე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ლიეტუველი პარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი.

ლიეტუველი პოლიტიკოსი ეხმაურება ივანიშვილის პარტიის პროპაგანდისტულ განცხადებას დიდი ბრიტანეთიდან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებითაც და წერს: 

"...მანამდე რუსეთის აგენტი ბიძინა ივანიშვილი დაემუქრა ანგარიშსწორებით გახარიასა და მისი პარტიის წევრებს. მათ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდ საქმეს აკეთებს რეჟიმის დანაშაულებების დოკუმენტირებაში.

გუშინ ჩვენ ევროპარლამენტში შევთანხმდით ქართული კოშმარის მძვინვარების საპასუხო მოქმედებაზე.  დღეს გამოქვეყნდა საქართველოს საკითხზე მომუშავე დელეგაციების და მთავარი კომიტეტების ხელმძღვანელების და საქართველოს საკითხის მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს განცხადება.

ქართული კოშმარის პროპაგანდის აბსურდულობა უკვე არავის აკვირვებს. მათი საბჭო დაემუქრა დიდ ბრიტანეთს, რომ რეჟიმის დასანქცირებით, ისინი დიფ სთეითის დონეზე დაეცემოდნენ, სადაც უკვე არის უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი. ამ სიაში ვერ გაბედეს შეეყვანათ აშშ, რომელმაც ივანიშვილის, როგორც რუსეთის აგენტის  წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები დააწესა, ალბათ იმიტომ  რომ ჯერ კიდევ აქვთ ტრამპის მხარდაჭერის იმედი. რა თქმა უნდა, ფუჭად. ქართული კოშმარი ასევე  გაერთიანებული სამეფოს ასწავლის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის საფუძვლებს. ვფიქრობ, კარგია რომ ამ სიაში ვართ. 

ევროპარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს სიტუაციას. როგორც დიფ სთეითი შევეცდებით ამომრჩეველს იმედები არ გავუცრუოთ. შესაძლოა, ჩვენს შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლება საბოლოოდ გამოფხიზლდეს. როგორც ევროკავშირში, ასევე წევრ ქვეყნებში.

და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზემაიტაიტის "აუშრა" ლიეტუვის ქართულ კოშმარად გადაქცევას ცდილობს. ორი (ბოდიში, სამი) კოალიციური პარტნიორის მხარდაჭერით. [ადგილობრივი პოლიტიკური პარტია]

გამოვუცხადოთ სოლიდარობა გიორგი გახარიას, ზვიად ქორიძეს, მზია ამაღლობელს და "ქართული კოშმარის"  მიერ დევნილ ყველა სხვა ქართველს!" წერს ჟალიმასი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი