რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდი ბრიტანეთს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე X-ზე წერს.
"მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ სანქციები დაუწესონ CCP-ის (ჩინეთის კომუნისტური პარტიის) მეგობრებს ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის ხელშემწყობთა ქსელს! მადლობელი ვარ, რომ ვიქნები კონგრესის გაერთიანებული სამეფოს ჯგუფის თანათავმჯდომარე", - წერს უილსონი.