კრიტიკული საფრთხე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესისთვის. სანქციები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განიხილავს, პირდაპირი დარტყმის სამიზნედ აქცევს ოლიგარქის საკუთრებაში მყოფ კომპანიებს, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ბრიტანულ იურისდიქციაში მდებარეობენ, ან კავშირი აქვთ ბრიტანეთთან.
საუბარია 15 ოფშორულ და 95 ქართულ კომპანიაზე, რომლებიც საერთაშორისო ტრანზაქციებში მონაწილეობენ.
ოლიგარქის და ქართული ოცნების რეაქცია შესაძლო სანქციებზე მხოლოდ ადასტურებს, რომ საფრთხე რეალურია. ივანიშვილის და მისი პარტნიორების ოფშორული ბიზნესის ძირითადი ნაწილი სწორედ ლონდონის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე - კაიმანის და ვირჯინიის კუნძულებზეა განთავსებული. სწორედ ოფშორებში მალავს ოლიგარქი ძირითად ქონებას, რომლის უდიდესი ნაწილი შესაძლოა არალეგიტიმური გზით იყოს მოპოვებული.
უფრო ვრცლად ნახეთ ნინო ბალანჩივაძის სიუჟეტში.