უამინდობის გამო ტრამპის ფიცის დადების ცერემონია კონგრესის შენობაში გაიმართება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონია უამინდობის გამო, 20 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება

"Fox News-მა დაადასტურა, რომ უამინდობის გამო, ინაუგურაცია - უშუალოდ ფიცის დადების ცერემონია - კონგრესის შენობაში გაიმართება.

კაპიტოლიუმის შენობიდანვე მიმართავს პრეზიდენტი ტრამპი ერს.

ინაუგურაციის დღეს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ცივ ამინდს ელოდებიან.

კონგრესის შენობაში გაიმართა ინაუგურაცია 1985 წელს, მაშინაც, უამინდობის გამო, პრეზიდენტმა რეიგანმა ფიცი შენობაში დადო," - წერს ნანა საჯაია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი