„საჭიროა [ახალი] არჩევნები... არ შეიძლება იზოლაციაში ცხოვრება" | თემურ ჭყონია

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ქვეყნის იზოლაციაში ცხოვრება არ შეიძლება და საჭიროა ახალი არჩევნები. ამის შესახებ მან Freebusiness.ge-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც მთავარ სპიკერადაა მიწვეული.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" და "მაკდონალდს საქართველოს" დამფუძნებელმა, საქართველოში ბიზნესის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება მუდმივად თავს უქნევდე ხელისუფლებას, სადაც არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ.

"ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არჩევნები გაყალბდა, რადგან ამის ანალიტიკოსები არ ვართ, მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ პრაგმატულად რომ შევხედოთ, იმისთვის რომ დღევანდელი სიტუაცია განიმუხტოს, საჭიროა არჩევნები.

საუბრობენ, რომ 100 მილიონი ან 50 მილიონი არ მოგვცა [დასავლეთის ქვეყნებმა] და ჩვენ ბიუჯეტს მაინც შევავსებთო, უნდა გვითხრან - რით შევავსებთ? რომ გვეუბნებიან, რომ 2030 წელს შევალთ ევროკავშირშიო, მასზე მეც დაგპირდებით, რომ 2035 წელს მთვარეზე გავფრინდებით ყველა და დამელოდეთ... ასე სად არის, არ შეიძლება ჩვენი მომავალი არ ვიცოდეთ", - განაცხადა ჭყონიამ.

მან ბიზნესმენებს, რომლებიც შეხვედრას არ ესწრებიან მიმართა და მათი როლის შეხსენებით, პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

"ძალიან გთხოვთ ყველას - ბიზნესმენებს, ვინც დღეს აქ არ მოვიდა, ჩვენი პოზიცია სახელმწიფოში უნდა დაფიქსირდეს, რომ სახელმწიფო არსებობს თქვენი ჭკუით, თქვენი შრომით, თქვენი ინტელექტით, ტექნოლოგიებით და სახელმწიფო სიმდიდრე ხართ თქვენ, დანარჩენი კი დანამატია. თუ ჩვენს შრომას გამოიყენებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თუ არ გამოიყენებენ კიდევ გაგრძელება არ ვიცი", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი