"ვერ ვიქნებით ჩუმად, როდესაც ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ესხმიან თავს... ივანიშვილი ნუ იქნება გულუბრყვილო... რეჟიმი ყველაფერს უნდა ელოდოს" | როთი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვერ ვიქნებით ჩუმად, როდესაც ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ესხმიან თავს... ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს უნდა ელოდოს, რაც ჩვენს კონსტიტუციასა და ევროპულ შეთანხმებასთანაა შესაბამისობაში", - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ ევროპელი ლიდერები, მათ შორის, ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლეიენი, მეტ ლიდერობას გამოიჩენენ. ასევე ზეწოლას მოახდენენ ევროკავშირში ივანიშვილის მომხრეებზე, რომლებიც უმცირესობაში არიან. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს სამეზობლოში. სანქციების დაწესება რთულია და მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე შეზღუდვების დაწესება საკმარისი არ არის, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ვეტოს სიტუაციის დაძლევას. იმიტომ, რომ სიტუაცია უარესდება და ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები. ჩვენ ვერ ვიქნებით ჩუმად, როდესაც ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ესხმიან თავს..

...ბატონი ივანიშვილი ნუ იქნება გულუბრყილო და ნუ ეგონება, რომ ეს ყველაფერი არის უკანასკნელი ზომები ამ ქვეყანაში დემოკრატიის დასაცავად. ეს ასე არ არის. ყველა ინსტრუმენტი და ვარიანტი ჯერ კიდევ განიხილება. მე მესმის, რომ ქართველები ცოტათი გაწბილებულები არიან ევროკავშირით, რადგან იქ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ცოტა რთულია. სანქციების დასაწესებლად ჩვენთან საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვნება.

...ასე რომ, ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს უნდა ელოდოს, რაც შესაბამისობაშია ჩვენს კონსტიტუციასთან და ევროპულ შეთანხმებასთან. ახლა მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს...

ჩემი გზავნილი ბრიუსელისთვის და ჩემი ქვეყნის მთავრობისთვის, აქ ვიზიტის შემდეგ, არის ის, რომ უნდა გავაკეთოთ მეტი, რადგან სიტუაცია უარესდება. მე ორი დღეა, რაც აქ ვარ და მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციის ლიდერს დაესხნენ თავს, ასევე თავს დაესხნენ და სცემეს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ჩასვეს ციხეში. ეს არის სამარცხვინო და ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. თუმცა, ეს ასევე ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკიდურესი ზეწოლის ქვეშაა. ისინი ახლა საკუთარ ხალხს ებრძვიან", - ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

ინტერვიუ სრულად:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი