"ბინძური პროპაგანდაა, რომ გერმანიის არჩევნებში რომელიმე პრორუსული პარტია გაიმარჯვებს და ივანიშვილის რეჟიმს დაუჭერს მხარს... აბსოლუტური ნონსენსია" | როთი

გამოქვეყნდა:

"ბინძური პროპაგანდაა, რომ გერმანიის არჩევნებში რომელიმე პრორუსული პარტია გაიმარჯვებს და ივანიშვილის რეჟიმს დაუჭერს მხარს... აბსოლუტური ნონსენსია" - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"კიდევ ერთი ბინძური პროპაგანდაა, რომ გერმანიის არჩევნებში რომელიმე პრორუსული პარტია გაიმარჯვებს, პარლამენტში უმრავლესობაში მოვლენ და მომავალი მთავრობა ივანიშვილის რეჟიმს დაუჭერს მხარს. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. დღეს მთელი ბუნდესტაგი - სოციალ-დემოკრატები, კონსერვატორები, ლიბერალები, მწვანეები, ყველანი დგანან საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტების გვერდით და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პარლამენტიც ქართველი ხალხის გვერდით იდგება. ამიტომ, ჩემი მოწოდებაა, რომ ენდოთ გერმანელ ამომრჩევლებს. ისინი არასდროს დაუშვებენ, რომ საქართველოს ადგილი იყოს კრემლის გვერდით", - ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

მიხაილ როთმა ისაუბრა ოლიგარქის რეჟიმის მიმართ აშშ-ის დამოკიდებულებაზეც. მისი თქმით, ახალ მთავრობაზე რაიმე იმედების დამყარება "ქართული ოცნების" კიდევ ერთი გულუბრყვილობაა.

"ახლა [აშშ-ში] არსებობს ორპარტიული გადაწყვეტილება, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასანქცირდეს და საქართველო დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. ჩემი კოლეგა ჯო უილსონი კარგ საქმეს აკეთებს. ის ძალიან ახლოს არის დონალდ ტრამპთან. ასე, რომ ეს ქართული ოცნების კიდევ ერთი გულუბრყვილობაა, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპი დაიცავს ქართველ ოლიგარქს საქართველოში დემოკრატებისა და ევროპელების წინააღმდეგ. ისინი ცდებიან", - ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

ინტერვიუ სრულად:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი