"დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას!" - 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება
მოქალაქეები ფილარმონიასთან 20:30 საათზე შეიკრიბებიან, რის შემდეგაც, პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ
"ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ იურისტები რუსთაველის მეტროში - 20:00-21:00 რუსთაველის მეტროს ამოსასვლელთან დაგხვდებათ ადვოკატი.
ნიღბების გაკეთებას შეძლებთ ფილარმონიის მიწისქვეშა გადასასვლელში. ჩაიცვით მუქი, რთულად მაიდენტიფიცირებელი/ამოსაცნობი ტანსაცმელი. მოერიდეთ მარტო სიარულს, იყავით პუნქტუალურები!!!" - წერენ აქციის ორგანიზატორები