აშშ-ში სალომე ზურაბიშვილი მომავალ სახელმწიფო მდივანს, თავდაცვის მდივანსა და ტრამპის შვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ავრცელებს.

"მოხარული ვარ ორი დიდი პატრიოტის - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრით, რათა დაიცვან აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა და დაამარცხონ ივანიშვილის ტირანული რეჟიმი", - წერს უილსონი.

გარდა ამისა, უილსონის ცნობით, ზურაბიშვილი მომავალ თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს შეხვდა.

პრეზიდენტმა გაიცნო დონალდ ტრამპის შვილიც.

"მოხარული ვიყავი, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გავაცანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილს. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მუშაობენ მსოფლიოში ბევრი სიკეთისთვის", - დაწერა უილსონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი