უწყვეტი პროტესტის 52-ე დღე | სარაჯიშვილის მეტროდან საპროტესტო მსვლელობა იმართება

გამოქვეყნდა:

უწყვეტი პროტესტის 52-ე დღე - თბილისში, სარაჯიშვილის მეტროდან საპროტესტო მარშია დაგეგმილი. ადგილზე შეკრებილები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი გზად პოლიციის შენობასთან გაჩერდებიან და პოლიციურ რეჟიმს დაუმორჩილებლობას გამოუცხადებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის ხმა ქალაქის ყველა უბანში უნდა ისმოდეს და იმ ადამიანებმა, ვინც აქტიურად არ არიან ჩართულნი მიმდინარე მოვლენებში, გაიგონ პროტესტის არსი. 

მარშის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას უკანონოდ დაკავებული ადამიანები. 

რუსთაველის გამზირი დღესაც პროტესტის ეპიცენტრი იქნება - დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობებია დაგეგმილი. 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი