თემქის პოლიციასთან 6 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პოლიციამ თემქის პოლიციასთან რამდენიმე ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავა, მათ შორისაა რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი. რეჟისორ დათა თავაძის ცნობით, ასევე დააკავეს მსახიობი თამარ ჩუმაშვილი და თეატრ “ჰარაკის” მენეჯერი მარიამ პაიჭაძე.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციული წესით 6 ადამიანია დაკავებული. 

აქციის მონაწილეები სარაჯიშვილის მეტროდან თემქის პოლიციასთან მივიდნენ. რამდენიმე მათგანს პირბადე ეკეთა, რის გამოც, რეჟიმის პოლიციამ მათ უთხრა, რომ აქციაზე სახის დაფარვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ნიღბების მოხსნა მოსთხოვა. აქციის მონაწილეებმა კი პოლიციელებს უპასუხეს, რომ არ ემორჩილებიან ამ კანონს, რასაც დაკავებები მოჰყვა.

აქციის მონაწილეები პოლიციის შენობასთან სწორედ საპოლიციო რეჟიმისა და მათ ძალადობრივი ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ.

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი